სეგუნდა B-ის კლუბის „უნიონისტასის“ ფეხბურთელები წილისყრას პირდაპირ ეთერში უყურებდნენ და შედეგების გამოცხადების შემდეგ ჟივილ-ხივილს მიეცნენ. მესამე დივიზიონის კლუბი თასზე მადრიდის „რეალზე“ გავიდა და ფეხბურთელები სიხარულისგან ჭკუიდან შეიშალნენ.

„უნიონისტასი“ 7 წელზე ნაკლებია არსებობს. 2013 წელს 90-წლიანი ისტორიის მქონე გუნდი ვალების გამო გააუქმეს და ფანებმა ახალი კლუბი დაარსეს. გუნდი სალამანკაშია დაბანაკებული და მთლიანად გულშემატკივრები მართავენ. კლუბი ფანების შენატანით საზრდოობს, თუმცა ფინანსური დახმარება სერიოზული ხალხიც უწევს, მაგალითად ვინსენტე დელ ბოსკე.

ფეხბურთელების სიხარულის ვიდეო ესპანურმა AS-მა გამოაქვეყნა.

 

 

გუნდები 1/16 ფინალის სტადიაზე შეხვდებიან ერთმანეთს.
„უნიონისტასი“ სეგუნდა B-ს მეორე ჯგუფში მე-18 ადგილზეა.

და კიდევ: „უნიონისტასის“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მოსწრებულად იხუმრა: „ზიდანმა ალბათ უკვე ჩაისვარა შიშისგან“.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები