LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინალში ჰიმნს 4 უკრაინელი გოგო იმღერებს

137
2592920-53757110-2560-1440

უკრაინის სიმებიანი კვარტეტი Asturia Girls ჩემპიონთა ლიგის ჰიმნს შეასრულებს ფინალური მატჩის წინ, რომელიც მადრიდშია დაგეგმილი.

ცნობილი სახელები არ არის, მაგრამ მაინც ჩამოვთვალოთ: ვერა ვალიევა, ეკატერინა გოლოვკო, ელენა მოსკალენკო და მიროსლავა ციბკა. ისინი მაშინ იმღერებენ, როდესაც „ლივერპულისა“ და „ტოტენჰემის“ ფეხბურთელები სასტარტო სასტვენის წინ მოედანზე ჩამწკრივდებიან.

„ეს საოცარი შესაძლებლობაა – გამოხვიდე მატჩამდე, რომელსაც მილიონობით ადამიანი უყურებს. ამ მომენტს მთელი დარჩენილი ცხოვრება დაფავასებთ“, – თქვა მიროსლავა ციბკამ.

Asturia Girls-ის პირველი ალბომი 2017 წელს გამოვიდა.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 1 ივნისსაა „ვანდა მეტროპოლიტანოზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები