LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინელები ნაძვის ხეებს ძირავენ, რათა ქორჭილებს გამრავლებაში დაეხმარონ

55
michelle-ziling-ou-g2-bbi9gqnq-unsplash

ფინელმა მეთევზეებმა ადგილობრივ მაცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ საახალწლო ხეები წყალსაცავებში გადაყარონ. ამ გზით მათ ქორჭილებისთვის კომფორტული სივრცის მოწყობა სურთ.

საქმე ისაა, რომ ქორჭილას ქვირითის დაყრა სწორედ ნაძვის ტოტზე უყვარს. გარდა ამისა, გაზაფხულისთვის ძველი ხის გარშემო დიდი რაოდენობით სასარგებლო მიკროორგანიზმები გროვდება, რაც თევზებისთვის არაჩვეულებრივი საკვები იქნება.

საახალწლო ხეების ჩაძირვის ტრადიცია ფინეთში უკვე რამდენიმე საუკუნეა რაც არსებობს. „კლასიკური“ ტექნოლოგიის მიხედვით, ნაძვი ყინულის ქვეშ რამდენიმე მეტრის სიღრმეზე უნდა ჩაეტანათ. თუმცა, საქალაქო სივრცის განვითარების გამო, ეს ტრადიცია 50 წლის წინ მივიწყებას მიეცა.

მეთევზეებს ამ მიდგომის გაცოცხლება სურთ. 2022 წლის დასაწყისიდან დღემდე მათ ნაძვის ჩაძირვის რამდენიმე აქცია უკვე მოაწყეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები