LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფინეთში კოვიდ-ტესტირებაზე თავის არიდებისთვის გაასამართლებენ

29
1634811260-479426-97

ჰელსინკიში დაიწყო პირველი სასამართლო პროცესი, რომელიც კორონავირუსის ტესტირებისთვის თავის არიდების შემთხვევას ეხება.

მოსამართლე დასაწყისისთვის სამი ადამიანის საქმეს განიხილავს, თუმცა მომავალში ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. როგორც ცნობილია, ხელისუფლებას ტესტირებაზე უარის თქმის 63 განცხადება აქვს დარეგისტრირებული.

ფინეთის მთავრობამ ცოტა ხნის წინ კანონში შესწორებაც შეიტანა და ამიერიდან ყველა ზრდასრულ ადამიანს, ვინც ტესტირებას თავს აარიდებს, საკმაოდ სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები