LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-ი მზადაა, Bronco-ს მყიდველებს სხვა მოდელის შეკვეთისთვის ფული გადაუხადოს

117
ford

კომპანია Ford-მა გადაწყვიტა, Bronco-ს გაზრდილ შეკვეთებს ებრძოლოს და მყიდველებს 2500 დოლარი შესთავაზოს, თუკი ისინი სხვა მოდელს შეარჩევენ. ეს თანხა შესაძლოა ყველგანმავლის უფრო მარტივ კომპლექტაციაზეც დაიხარჯოს. Bronco-ს ალტერნატივის სახით მყიდველებს პიკაპ Maverick-ს, F-150 Tremor-ს და ასევე Mustang-ს სთავაზობენ.

ეს შეთავაზება ეხებათ იმ ადამიანებს, ვინც ყველგანმავალს არა სადილერო ცენტრიდან არამედ თავის თავზე მორგებული ოფციებითა და წინასწარი შეკვეთით ყიდულობს. მიზეზი კი ზედმეტად ბევრი შეკვეთაა, რომელსაც მწარმოებელი ფიზიკურად ვერ უმკლავდება.

პაკეტი Sasquatch – Bronco-ს ყველაზე სასურველი ოფციაა, რამეთუ ყველგანმავლის შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლინებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები