LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-მა ერთ საუკუნიანი მოღვაწეობის შემდეგ ბრაზილია დატოვა

40
ford2021

კომპანია Ford–მა მოულოდნელი განცხადება გააკეთა, ბრაზილიის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ქარხანა იკეტება. თუმცა, ბრენდი ქვეყნის ბაზრიდან წასვლას არ აპირებს, ბრაზილიაში ჩაიტანენ ახალ პიკაპს Range, რომელიც არგენტინაში იწარმოება, ასევე გაიყიდება ისეთი მოდელები როგორიცაა Transit, Bronco, Mustang Mach 1 და რამდენიმე ჯერ კიდევ უცხო კონცეპტი.

„ფორდმა“ წარმოების შეწყვეტა ერთდროულად ორ ქარხანაში გადაწყვიტა. რაც შეეხება ბრაზილიაში მდებარე მესამე ქარხანას, ის წარმოებას 2021 წლის ბოლოს შეაჩერებს.  ბრაზილიაში აღარ გაიყიდება ისეთი მოდელები როგორიცაა EcoSport, Ka და T4, როგორც გაირკვა,  დილერებს ბოლო ეგზემპლარები აქვთ დარჩენილი.

კომპანიაში დააზუსტეს, რომ სამხრეთ ამერიკის ადმინისტრაციული შტაბი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს და კლიენტებს მომსახურების ფართო სპექტრს შესთავაზებს.

ბრაზილიის ქარხნების დახურვის მიზეზი გახდა ზარალი, რომელიც „ფორდმა“ კორონავირუსის პანდემიის დროს მიიღო. ავტომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა და ბრენდს მსხვერპლზე წასვლა მოუხდა. საინტერესოა, რომ მხოლოდ სამხრეთ ამერიკაში „ფორდმა“ 704 მილიონი დოლარი დაკარგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები