LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford-ის მძღოლს 703 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის ჯარიმა მოუვიდა

75
forddnews

იტალიაში უჩვეულო ინციდენტი მოხდა: Ford Focus-ის მძღოლს დაშვებული სიჩქარის 10-ჯერ გადაჭარბებისთვის ჯარიმა მოუვიდა. თუკი საგზაო კამერებს დავუჯერებთ, ქალმა არც მეტი არც ნაკლები 703 კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

ეს ინფორმაცია რა თქმა უნდა, აბსურდულულია რადგან ავტომწარმოებლის მიერ დაფიქსირებული მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 250 კმ/სთ-ია, ასე რომ Ford focus-ს ასეთი სიჩქარის განვითარება ნამდვილად არ შეეძლო. თუმცა, ადგილობრივ პოლიციელებს ეს ციფრი არ გაკვირვებიათ და მძღოლს 850 ევროიანი ჯარიმა გამოუწერეს.

აღსანიშნავია, რომ 2003 წლიდან იტალიაში ქულების სისტემა მოქმედებს, მართვის მოწმობის აღებისას მძღოლს 20 ქულა ერიცხება. კანონის დარღვევის შემთხვევაში ქულების რაოდენობა იკლებს, „ფორდის“ მძღოლს კი წესით მთელი 10 ქულა მოაკლდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები