LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორდი“ ევროპას ბენზინის ძრავის გარეშე დატოვებს

64
fordmustang2019

კომპანია „ფორდმა“ ევროპულ ბაზარზე განვითარების სტრატეგია გაამხილა. გეგმის მიხედვით, 2030 წლიდან ევროპა ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომობილების გარეშე დარჩება და მათ ელექტროქარები ჩაანაცვლებენ.

„ფორდის“ პირველი სერიული ელექტროქარი კონვეიერიდან 2023 წლიდან ჩამოვა. მეორე ელ–ქარი „ფორდის“ ხაზში 2024 წელს გამოჩნდება, ხოლო 2 წლის შემდეგ კი ევროპული ბაზრიდან ტრადიციული ძრავის მქონე ავტომობილები საერთოდ გაქრება და მათ სრულად ელ–ქარები და ჰიბრიდები ჩაანაცვლებენ.

2025 წლისთვის სამოდელო ხაზის რადიკალურ ცვლილებაში „ფორდი“ 22 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ „ფორდის“ პირველი ელექტროქარი კროსოვერი Mustang Mach-E იყო, რომლის გაყიდვებიც წინა წლის ბოლოდან დაიწყო. თუმცა, სიახლის მიღება მხოლოდ რამდენიმე კლიენტმა შეძლო. ხარისხთან დაკავშირებული პრობლემის გამო მეორე პარტიის მიწოდება იანვრის ბოლოდან შეჩერებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები