LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 1000 კილომეტრი ერთი დამუხტვით – Mercedes-Benz–მა წყალბადის სატვირთო წარადგინა

135
mercedesbenz20918

კომპანია Daimler–მა წარადგინა Mercedes – Benz GenH2  – ბრენდის პირველი სატვირთო ავტომობილი, რომელიც წყალბადზე მუშაობს. სიახლე კონცეპტის სახით წარსდგა, მისი სერიული წარმოება კი მომავლი წლისთვის იგეგმება.

Mercedes-Benz–ის აზრით, სატვირთო შორ მანძილზე გადასაადგილებლადაა განსაზღვრული და საკმაოდ დიდი მოცულბოის ტვირთის გადატანაც შეუძლია. GenH2–ის სრული მასა 40 ტონაა და 25 ტონა ტვირთის გადაზიდვა შეუძლია.

მოდელი მოძრაობაში ორ ელექტრონულ ძრავს მოყავს და თითოეულს 449 ცხენის ძალის გამოცემა შეუძლია.

ძრავი საკმაოდ მძლავრი ელემენტებით იკვებება და მარაგში 400 კილოვატ–საათიანი ელემენტიც აქვს. თხევადი წყალბადისთვის ორი რეზერვუარია გათვლილი და თითოეულს 40 კილოგრამის ტევადობა აქვს. როგორც Daimler ირწმუნება, ასეთი სისტემით 1000 კილომეტრის გავლა ყოველგვარი დამუხტვის გარეშეა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები