2020 წელს აუქციონები, ისევე როგორც ბევრი სხვა ღონისძიება ონლაინ–ფორმატში გადავიდა. ყველაზე გავლენიანმა აუქციონის სახლებმა ისეთი როგორიცაა Bonhams, Sotheby’s და Artcurial ვაჭრობის გამართვა ჯერ კიდევ წლის დასაწყისში მოასწრეს. ასე რომ ბევრი მოდელი ლოკდაუნის გამოცხადებამდე გაიყიდა, შემდეგ კი რა თქმა უნდა, აუქციონებმა ონლაინ სამყაროში გადაინაცვლეს.

ეს წელი ავტოექსპერტებს ყველაზე ძვირადღირებული „მუსტანგით“ (აუქციონზე ოდესმე გამოტანილ მოდელთა შორის ყველაზე მაღალ ფასიანი), ვინტაჟური კონცეპ–ქარით Alfa Romeo, Mercedes-Benz SLR McLaren-ით და სხვა უიშვიათესი ავტომობილებით დაამახსოვრდათ.

ასეთი ავტომობილების ღირებულება მინიმუმ ასი ათასობით დოლარია, რიგ შემთხვევაში კი ფასი რამდენიმე მილიონსაც აღწევს.

მსგავსი თემები