LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: 65 წლის „პორშე“, რომელსაც ძრავიც კი არ აქვს უზარმაზარ თანხად შეაფასეს

190
porshenews91620

Porsche 356A 1500 GS Carrera–ს მფლობელმა თავისი ავტომობილი გასაყიდად გამოიტანა და მინიმალურ ღირებულებად 237 500 დოლარს ასახელებს. ასეთ ფასად ის ყიდის კუპეს, რომელსაც ძრავი არ აქვს, სალონი კი მთლიანად შესაცვლელია.

Porsche 356A 1500 GS Carrera „პორშეს“ ოჯახის საუკეთესო მოდიფიკაციად ითვლება. კუპემ განსხვავებული საქარე მინა, კაპოტის სახელური და გერმანული ბრენდის სულ პირველი ლოგოტიპი მიიღო.

გასაყიდად გამოტანილი ეგზემპლარი უნიკალურ ფერში Lago Green Metallic–შია შესრულებული და ევროპული ბამპერითაა აღჭურვილი. ავტომობილმა ქარხნული პანელი, ორიგინალი გადამცემები, რადიო და Carrera–ს საფირმო საათი შეინარჩუნა.

რარიტეტული კუპეს მთავარი პრობლემა მისი ძრავია, რომელიც უბრალოდ არ არსებობს. 101 ძალის ოთხ–ცილინდრიანი აგრეგატის დაკარგვის მიზეზი უცნობია, თუმცა ამ ფაქტის შემდეგ ავტომობილმა მრავალი წელი ფარეხში უძრავად გაატარა.

გარდა ძრავისა, პოტენციურ მყიდველს ინტერიერის აღსადგენადაც სერიოზული სამუშაოები დასჭირდება. ავტომობილის სალონი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და მთლიანად შეცვლას საჭიროებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები