LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: აშშ–ში იყიდება 20 წლის „ჰონდა“, რომლის გარბენიც მხოლოდ 55 კილომეტრია

184
hondas2000

აშშ–ში Mecum–ის აუქციონზე გასაყიდად 20 წლის Honda S2000 გამოიტანეს და ავტომობილის გარბენი სულ რაღაც 55 კილომეტრია. მოდელი მისმა მფლობელმა 2000 წელს ინვესტიციის სახით შეიძინა, დიდად არ გამოუყენებია, ამიტომ ის მართლაც იდეალურ მდგომარეობაშია შენარჩუნებული. უნიკალური S2000 მთელი ეს წლები ფარეხში ინახებოდა და გასაყიდად ემზადებოდა.

სპორტქარის მფლობელი ამერიკელი ჰედი ჩირინჩიონეა. ქალბატონს ერთი S2000 უკვე ყავდა და მეორის შეძენაც მოუნდა. ძველ ავტომობილს ის დღემდე აქტიურად იყენებს, ახალს კი უკეთესი დროისთვის ინახავდა.

2020 წლის ბოლოსთვის ჰედიმ გადაწყვიტა, რომ 20 წელი უკვე საკმარისი დროა, როდსტერმა დგომის ვადა ამოწურა. სპორტქარს კაპოტის ქვეშ 240 ძალის 2,0 ლიტრის ოთხცილინდრიანი ბენზინის ძრავი აქვს და აგრეგატი 6–სიჩქარიან „მექანიკურ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

მფლობელს დიდი იმედი აქვს, რომ ლეგენდარული მოდელი მინიმუმ 150 ათას დოლარად გაიყიდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები