LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ბრიტანეთში დედოფალი ელისაბედის Bentley Mulsanne იყიდება

188
queenbentley

დიდ ბრიტანეთში გასაყიდად დედოფალი ელისაბედ II Bentley Mulsanne გამოიტანეს. ლიმუზინი მის უდიდებულესობას 2013–დან 2015 წლამდე ქონდა, შემდეგ კი უკან, კომპანია Bentley–ს დაუბრუნდა. 6 წლის განმავლობაში ავტომობილი ერთ–ერთ დილერთან ინახებოდა, ასე რომ ოდომეტრზე ნაჩვენები გარბენი მხოლოდ 4010 კილომეტრია.

აღსანიშნავია, რომ დედოფლის Bentley Mulsanne ჩვეულებრივი სედანებისგან მხოლოდ მცირე დეტალებით განსხვავდება. სამეფო ოჯახისთვის ავტომობილი სპეციალური ოფციებით არ დაუტვირთავთ და არც ჯავშანი არ გაუკეთებიათ.

„სამეფო“  Mulsanne–ის ისტორიას ადასტურებს ის, რომ ავტომობილი არასდროს ყოფილა აღრიცხვაზე და რადიატორის ბადესთან ცისფერი ციმციმები აქვს.

უნიკალური სედანის კაპოტის ქვეშ 6,75 ლიტრის მოცულობის V8 ძრავია განთავსებული და აგრეგატს 512 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. ძრავი 8–სიჩქარიან „ავტომატიზირებულ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

დედოფლის ავტომობილის ღირებულება 179 850 ფუნტი სტერლინგია, ანუ უნიკალური სედანი ჩვეულებრივზე 100 ათასი ფუნტით უფრო ძვირი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები