LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: დედოფლის მეუღლე და მისი ავტომობილები

75
prnccars

გასულ პარასკევს, 9 აპრილს ინგლისის დედოფლის ელისაბედ II მეუღლე, პრინცი ფილიპი გარდაიცვალა. თანამედროვეთა მოგონებები მისი პერსონის მიმართ მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევს.

საბერძნეთის მეფის შვილიშვილი, დევნილობაში ცხოვრობდა და ფუფუნებაში ნამდვილად არ გაზრდილა. ჟურნალი Time წერდა, რომ „ის იზრდებოდა როგორც რიგითი მოკვდავი – თავად რეცხავდა ჭურჭელს, ანთებდა ცეცხლს, ადგილობრივ პაბში თამაშობდა“.

სამხედრო–საზღვაო კოლეჯის დასრულების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის დროს ის ფლოტში მსახურობდა. დიდი იუმორის გრძნობის მქონე მეზღვაურმა ახალგაზრდა პრინცესა ელისაბედი პირველი ნახვისთანავე მოხიბლა, თუმცა მეფე ჯორჯ მეექვსემ ჩათვალა რომ ეს ყმაწვილი მისი შვილისთვის შესაფერისი საქმრო ნამდვილად არ იყო.

თუმცა, დედოფლის მეუღლის როლი მისთვის აღმოჩნდა შექმნილი – ფილიპე ელისაბედს ყველაფერში მხარს უჭერდა, ფხიზელი და პრაგმატული ხედვა მის უბრალო ჩვევებს ძალიან უხდებოდა.

პრინცმა ფილიპემ 50–იან წლებში თვითმფრინავის მართვა ისწავლა და ხშირად დაფრინავდა. ასევე, ის დიდი ავტომოყვარულიც იყო და 97 წლამდე მანქანას თავად მართავდა.

მისი ავტოკოლექცია კი ასე გამოიყურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები