პიკაპი Ford Maverick ოფიციალურად წარადგინეს. დღეიდან ის ყველაზე კომპაქტური სატვირთო მოდელია, თანაც ისეთი რომ სერიულ აღჭურვილობაში ჰიბრიდული აგრეგატიც მოყვება. Maverick–ის სხვა მახასიათებლებს შორისაა – აქსესუარების ინტეგრირებული სისტემა და მრავალფუნქციური სატვირთო პლატფორმა Flexbed, რომელიც კონკრეტული საჭიროებებისთვის ადაპტირდება და აუცილებელ სივრცეს ქმნის.

სიახლე Ford Escape/Bronco Sport–ის ბაზაზეა აგებული და 2.5 ჰიბრიდული ძრავა აქვს, რომელიც PowerSplit–ის გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. ჰიბრიდული სისტემა 194 ცხენის ძალას ავითარებს და Maverick–ს ისეთივე მონაცემებს სძენს, როგორიც Honda Civic–ს აქვს. საპასპორტე ცნობების მიხედვით, კომპაქტურ პიკაპს 100 კილომეტრზე 5,88 ლიტრი ბენზინი ესაჭიროება, საერთო სვლის მარაგი კი 805 კილომეტრს შეადგენს.

Ford Maverick–ის გაყიდვები მომავალი შემოდგომიდან დაიწყება და მისი ფასი 19 995 დოლარი იქნება. დასაწყისისთვის პიკაპს აშშ–ში მცხოვრები ავტომფლობელები მიიღებენ.

ტეგები: Ford

მსგავსი თემები