LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Hyundai-მ ახალი პიკაპი მოყინულ ტბაზე გამოსცადა

93
hyundai2019

გამოცემა Motor1.com–მა პაპარაცული ფოტოების ახალი პორცია გამოაქვეყნა. სიახლე, რომელსაც მთელი ავტოსამყარო მოუთმენლად ელის – კროსოვერ Santa Cruz–ს ფინეთში მოყინულ ტბაზე ცდიან.

სერიული Santa Cruz–ის გამოჩენას ჯერ კიდევ 2018 წლიდან ელოდებოდნენ და როგორც იქნა, დებიუტამდე სულ რამდენიმე თვე რჩება. სერიული პიკაპი იმავე პლატფორმაზე აიგება, რომელზეც ახალი თაობის Tucson. მოდელი კამუფლაჟითაა დაფარული, თუმცა დიზაინის რაღაც დეტალები ცნობილი მაინც გახდა.

სიახლე Hyundai–ს საფირმო სტილში შესრულდა და რა თქმა უნდა, გარკვეული განმასხვავებელი ნიშნებიც მიიღო.

არაოფიციალური ინფორმაციით, Hyundai Santa Cruz–ის ძრავთა ვარიაციაში ოთხცილინდრიანი „ატმოსფერული“ ტურბოძრავი შევა, ასევე ექვსცილინდრიანი ტურბოდიზელიც, რომლის მოცულობაც 3 ლიტრი იქნება. აშშ–ში პიკაპი სავარაუდოდ, ბენზინის აგრეგატით გაიყიდება, გამორიცხული არ არის ჰიბრიდული ვერსიის შექმნაც, ეს უკანასკნელი სავარაუდოდ ევროპელებისთვის დამზადდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები