LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: იყიდება გიგანტური ვილა, რომელსაც 100 ავტომობილზე გათვლილი ფარეხიც მოყვება

122
wowvillacars

კოლორადოს შტატში სუპერქარების ცნობილი კოლექციონერის რიჩარდ ბერის  უზარმაზარი ვილა იყიდება. სახლში 7 საძინებელი, 14 აბაზანა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უზარმაზარი ავტოფარეხი მდებარეობს. კოლექციონერმა 100 უნიკალური ავტომობილი შეაგროვა. მთელი კომპლექსის ფასი 20 მილიონი დოლარია.

ვილის ფართობი 2,1 ათასი კვადრატული მეტრია, გიგანტური ფარეხი კი 2,5 ათას კვ/მ–ს იკავებს. საკოლექციო ავტომობილებისთვის შექმნილი ავტოფარეხი  სტანდარტული ნამდვილად არ არის. მასში სპეციალური კლიმატური პირობებია შექმნილი, ასევე ავტომობილების მომვლელისთვის  საძინებელი და ორი აბაზანაც  მდებარეობს. ტერიტორიაზე ელექტროქარების დასამუხტი სადგური, სამრეცხაო და ტექნიკური მომსახურების ცენტრიცაა განთავსებული.

ბერის კოლექცია 100–მდე სუპერქარს აერთიანებს. მათ შორისაა 19 Lamborghini, Koenigsegg CCX, Bugatti Veyron, Ferrari Enzo, Saleen S7 და სხვა მოდელები, რომლებსაც მფლობელი არ ყიდის.

რაც შეეხება თავად კომპლექსს, მას 300,5 ათასი კვ/მ ფართობი ეთმობა და სახლის გარდა – აუზებს, შადრევნებს, ჩანჩქერს, რამდენიმე ბარს და კინოთეატრს მოიცავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები