LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: მწვანე „ფერარების“ კოლექცია აუქციონზე გაიყიდება

120
ferrarigreen2012

საოჯახო ფირმა Niki Hasler AG, რომელიც შვეიცარიულ ბაზელში ფუნქციონირებს, „ფერარის“ მოდელების გაყიდვითაა დაკავებული. ამჯერად დილერს უნიკალური შეთავაზება აქვს, იტალიური სუპერქარების კვარტეტი – თითოეული ავტომობილი მწვანე ფერშია შეღები და ყავისფერ სალონს იდეალურად ეხამება.

ავტომობილების შეძენა ერთ ან რამდენიმე „ლოტადაა“ შესაძლებელი. მოდელთაგან ყველაზე საინტერესოა Ferrari 599 SA Aperta. ასეთი როდსტერები ატელიე pininfarina–მ საიუბილეოდ, მხოლოდ 80 ეგზემპლარი გამოუშვა. სუპერქარი მოძრაობაში ატმოსფერულ V12 6.0 ძრავს მოყავს, 680 ძალის აგრეგატი 6–საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. 599 SA–ს ფასი უცნობია, თუმცა მისი დახურული ვერსია 599 GTO 720 000 შვეიცარიული ფრანკი ეღირება.

კიდევ უფრო ძვირი ღირს Ferrari F12 tdf – 1 050 000 შვეიცარიული ფრანკი. სუპერქარის კაპოტის ქვეშ 780 ძალის V12 ძრავია დამონტაჟებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები