LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ოჯახურმა წყვილმა თავისი Jaguar–ებისთვის უნიკალური ფარეხი ააშენა

207
jaguarnews20922

ამსტერდამელმა წყვილმა გადაწყვიტა, რომ თავისი ულამაზესი Jaguar XJS–ის და Jaguar XJ–ის სილამაზე საზოგადოებისთვის აღარ დაემალა, ამიტომ ააშენა ფარეხი, რომელიც საგამოფენო დარბაზივით გამოიყურება.

ავტომობილების მოყვარულ ოჯახს სურდა შეექმნა ადგილი, სადაც ძვირფას მანქანებს უსაფრთხოდ შეინახავდა. ამასთან, ფარეხი სრულყოფილი საგამოფენო დარბაზი უნდა ყოფილიყო, რომელსაც გამვლელები გულგრილად ვერ ჩაუვლიდნენ და აუცილებლად შეჩერდებოდნენ. თავად წყვილი კი ქონებას პირდაპირ სახლიდან დააკვირდებოდა.

შედეგად, არქიტექტორებმა შექმნეს სამკუთხედი შენობა, რომელმაც ასიმეტრიული გადახურვა მიიღო. ფარეხს პანორამული ფანჯრები აქვს და ვიტრინაში ავტომობილია გამოტანილი. აღსანიშნავია, რომ ვიტრინა მხოლოდ ერთია და ცოლ–ქმარი თავის საყვარელ ავტომობილებს რიგ–რიგობით გამოფენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები