LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: პოლონეთი საკუთარი ელექტროქარების წარმოებას იწყებს

81
5f4e064afe8b6598ff7ad03857a599ff451f468d

პოლონეთში გაჩნდა საავტომობილო ბრენდი Izera, რომელიც ელექტროავტომობილების წარმოებით უნდა დაკავდეს. პირველი მოდელების, კროსოვერისა და ჰეტჩბეკის სერიული წარმოება 2023 წლისთვისაა დაგეგმილი.

სახელი „იზერა“ პოლონეთისა და ჩეხეთის საზღვარზე განლაგებული მთების დასახელებიდან მოდის. ბრენდი 2016 წელს დაარსებულ კომპანია ElectroMobility-ს ეკუთვნის.

„იზერამ“ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ავტომობილების პროტოტიპები წარადგინა. მათ ვიზუალზე იტალიურმა ატელიე Torino Design-მა იზრუნა. ეს სწორედ ის ატელიეა რომელიც Ferrari-თან, McLaren-სა და Nissan-თან თანამშრომლობდა.

სერიული ავტომობილები ერთი და იმავე პლატფორმაზე აიგება და ბრენდი არჩევანს ალბათ სპეციალურად „მწვანე“ ავტომობილებისთვის შექმნილ MEB-ზე შეაჩერებს.

ტექნიკური მახასიათებლები ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ რჩება და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 0-დან პირველი 100 კმ-ს განვითარება ორივე მოდელს 8 წამზე ნაკლებ დროში შეეძლება. სვლის მარაგი კი 400 კმ-ს გადააჭარბებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები