LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: „პორშემ“ ყველაზე მძლავრი Panamera–ს მახასიათებლები გაამხილა

91
porshepanorama2010

Porshce Panamera–ს ოჯახში Turbo S E-Hybrid–ის ჰიბრიდული ვერსია ისევ გაჩნდა. მოდელი 700 ცხენის ძალის აგრეგატითაა დაკომპლექტებული, რაც მას 761 ძალის Taycan–ის შემდეგ სიმძლავრით მეორე მოდელად აქცევს.

Panamera Turbo S E-Hybrid–ის ბენზო – ელექტრონული აგრეგატი 4,0 ლიტრის მოცულობის ბიტურბო V8 ძრავითაა აღჭურვილი და 550–დან 571 ცხენის ძალამდეა ფორსირებული. აგრეგატს მეწყვილეობას 136 ძალის ელექტრონული ძრავი უწევს და ავტომობილს პირველი 100 კმ–ს განვითარება 3,2 წამში შეუძლია. ეს კი წინამორბედთან შედარებით 0,2 წამით უფრო ნაკლებია. მაქსიმალური სიჩქარე 5 კმ/სთ–ით გაიზარდა და 315 კმ/სთ გახდა.

ოჯახს დაუბრუნდა ასევე „უმცროსი“ ჰიბრიდი Panamera 4 E-hybrid, რომელიც 2,9 ლიტრის მოცულობის თვინ–ტურბო V6 ძრავითაა აღჭურვილი და ავტომობილს 100 კმ–ს ასაკრეფად 4,4 წამი სჭირდება. მაქსიმალური სიჩქარე კი წინამორბედთან შედარებით 2კმ/სთ–ითაა გაზრდილი და 280 კმ/სთ–ს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები