LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ქსელში Volkswagen Polo–ს პაპარაცული კადრები გავრცელდა

116
vlkwgn2021

2021 წელს Volkswagen Polo ცხოვრების განმავლობაში პირველ და უმნიშვნელოვანეს განახლებას მიიღებს. 2022 სამოდელო წლის გერმანული ჰეტჩბეკი საგზაო ცდებს უკვე გადის და პაპარაცებმა მისი გადაღებას სწორედ ამ დროს შეძლეს.

„პოლოს“ კამუფლაჟი ძარის ფერში შეირჩა, რათა ცვლილებები მაქსიმალურად დაეფარათ. თუკი ბამპერის დაფარვის მცდელობას დავაკვირდებით, ადვილად მისახვედრია რომ ცვლილებები მართლაც გრანდიოზულია. ოპტიკა სავარაუდოდ მერვე თაობის Golf–ის მსგავსი გახდა და რადიატორის ბადეც საგრძნობლად განახლდა.

შეეხო თუ არა განახლება ჰეტჩბეკის შიგთავსს, რთული სათქმელია. სავარაუდოდ, Volkswagen ძრავთა ვარიაციის გაზრდას შეეცდება და ჰიბრიდის დამატებაც არაა გამორიცხული. სალონში კი ინოვაციური მულტიმედიური სისტემა და ახალი პანელი გაჩნდება, სადაც მძღოლის დამხმარე ასისტენტები განთავსდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები