LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: შიშველი ფეხბურთი – კაცებმა ზედმეტი ფული გააპროტესტეს და ბოლომდე გაიხადეს

330
1Capture

გერმანიის ქალაქ ერ-ერკენშვიკში უჩვეულო საფეხბურთო მატჩი გაიმართა.

ყველა ფეხბურთელი მოედანზე სრულიად შიშველი იყო. ასე გააპროტესტეს მათ ფეხბურთის ზედმეტად კომერციალიზაცია.

ორგანიზატორი გახდა 34 წლის მხატვარი გერიტ სტარჩევსკი. თამაში ჩატარდა 14-ათასიან “შტიმბერგის” სტადიონზე.

“საფეხბურთო სისტემა ავადაა, ამიტომ ჩვენ სრულიად გავშიშვლდით. მიგვაჩნია, რომ ნამდვილი მაშინ ხარ, როდესაც ეს ზედმეტი რაღაცეები შენზე არ კიდია. ყველაფერი – სარეკლამო ბანერებიდან დაწყებული ტანსაცმლით დამთავრებული”, – თქვა მატჩამდე სტარჩევსკიმ.

ფეხბურთელებს მხოლოდ გეტრები და ბუცები ეცვათ. სწორედ წინდების ფერით არჩევდნენ საკუთარი და მეტოქე გუნდის წევრებს. ზურგზე ხელით ნომრებიც დაიწერეს.

“ამ გაშიშვლებით მრავალფეროვნებისა და ბუნებრიობის მაგალითსაც ვიძლევით. სოციალური ქსელების დამოკიდებულებისა და სილამაზის ცრუ იდეალების წინააღმდეგი ვარ”, – დაამატა სტარჩევსკიმ.

შიშველი კაცების ფეხბურთის შესახებ დაწერეს გერმანიაში ლოკალურმა და ნაციონალურმა მედიამ, ბრიტანულმა BBC-მ, შვეიცარიულმა 20Min-მა, ასევე Deutsche Welle-ის ჩინურმა ვერსიამ და ახლა აგერ თქვენც გაქვთ საშალება “დატკბეთ” გაშიშვლებული და ბუნებრივი ფეხბურთით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები