LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Tesla Model S მდიდრულ კაბრიოლეტად გადააქციეს

278
teslamodelsss

ატელიე Ares Design ყველა სირთულის საქმეს უმკლავდება. მაგალითად, შეუძლია Bentley Mulsanne კუპედ გადააქციოს, Lamborghini Huracan–ისგან კი თანამედროვე რეპლიკა დაამზადოს. ფირმის ბოლო ნამუშევარიც არანაკლებ ეგზოტიკურია – ეს არის კაბრიოლეტი Tesla Model S.

ფირმის პოტენციალი ალბათ ბევრ ავტო–მწარმოებელსაც კი შეშურდება. სულ რაღაც ერთი კვირის წინ კომპანიამ Land Rover Defender Spec. 1.2. წარადგინა და დღეს კი კიდევ ერთი დასრულებული პროექტის დემონსტრაცია მოასწრო, კაბრიოლეტი Tesla Model S, რომელიც ინდივიდუალური შეკვეთით ააწყეს. ავტომობილი სახურავის გარეშე დარჩა და მთლიანად ტყავით გაფორმდა.

თანაც, სახეცვლილების მასშტაბი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ლიფტბეკ Tesla–ს სახურავთან ერთად უკანა კარიც მოაშორეს. მთლიანი სალონი შეცვალეს და ინტერიერი კონტრასტული შავი და ნარინჯისფერი ტყავით გააფორმეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები