LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Toyota Yaris – 2021 წლის ავტომობილი

82
carnews22038

კონკურსი European Car of the Year, ანუ „ევროპის წლის ავტომობილი“ 1964 წლიდან ტარდება და მისი პირველი გამარჯვებული სედანი Rover 2000 იყო. ამ მოდელში ძალიან წარმატებით იყო შერწყმული ორიგინალური კონსტრუქცია, შესაშური მართვადობა და მსგავს მოდელებთან შედარებით დაბალი ფასი. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით დამოუკიდებელ ჟიურის გადაწყვეტილების მიღება არ გასჭირვებია.

კონკურსის არსებობის ისტორიაში მისი ორჯერ მოგება მხოლოდ ორმა ავტომობილმა შეძლო: Volkswagen Golf–მა და Renault Clio–მ. ამჯერად კი მათი წარმატება Toyota Yaris–მაც გაიმეორა. Toyota–ს ოჯახის წარმომადგენელი 2000 წელს კომფორტული სალონისა და ეკონომიური ძრავისთვის დააფასეს, 2021 წელს კი ჰიბრიდული აგრეგატის ქონისთვის შეარჩიეს.

გამარჯვებულმა წელს ისეთ მოდელებს აჯობა როგორიცაა – Volkswagen ID.3, Land Rover Defender და Fiat 500.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები