LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ახალთახალი Chevrolet Corvette ყიდვიდან მეორე დღეს დაამტვრიეს

75
chvrtlcrtvnws

ახალი საშუალოძრავიანი სუპერქარი Chevrolet Corvette C8 სადილერო ცენტრის დატოვებისთანავე დაამტვრიეს. ავარიის მიზეზი გახდა მეორე მძღოლი, რომელიც გარდა იმისა რომ ნასვამი იყო, თან დაზღვევაც არ ქონდა.

ახალი Corvette–ს მფლობელმა გზაზე უეცრად გამოვარდნილ Hyundai Accent–ს გვერდი ვერ აუარა. სუპერქარი კორეულ ავტომობილს მთელი ძალით შეასკდა. ავარია მსხვერპლის გარეშე დასრულდა, თუმცა Chevrolet–ის მძღოლს ხუთი ნაკერი დაადეს. მთავარი დამნაშავე კი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.

„კორვეტის“ მფლობელმა ქსელში ავარიის ამსახველი კადრები გაავრცელა, სადაც კარგად ჩანს რომ ძლიერმა დარტყმამ სუპერქარი ძალიან დააზიანა. შესაძლებელი იქნება თუ არა მისი აღდგენა რთული სათქმელია. თანაც კორონავირუსის პანდემიის გამო ყველა სადილერო ცენტრი დახურულია და ავტომობილის შეკეთება ჯერ–ჯერობით ვერ მოხერხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები