LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Volkswagen-მა შექმნა უპილოტო ავტომობილი, რომელსაც მოგზაურობისთვის საწოლები აქვს

38
voklswagen

კონცერნმა Volkswagen წარმოადგინა ელექტრონული ავტონომიური ავტომობილის კონცეპტი, სახელად Gen. Travel. მწარმოებლის თქმით, კონცეპტუალური შატლი გერმანული კომპანიის სამომავლო ცვლილებების გამომსახველია. ავტომობილში ალბათ სულ ორი ადგილი იქნება და ორივე საწოლად გადაიქცევა.

Gen.Travel ფუტურისტულ დიზაინს მიიღებს, ექსტერიერი შავი ფანჯრებისგან შედგება და გამოიყენებენ ასევე გადამუშავებულ ნედლეულსაც. „ჭკვიანი“ განათების დამსახურებით სალონში ცივი ან თბილი ატმოსფერული განათების დაყენება იქნება შესაძლებელი.

ინოვაციური უპილოტოს კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი იქნება კონსტრუქციული სალონი, რომელიც სხვადასხვა სიტუაციებზე ადაპტირდება. შიგნით ოთხი ზრდასრული მგზავრი ეტევა, ხოლო ღამით მგზავრობის შემთხვევაში სავარძლები ორ ძალიან კომფორტულ საწოლად გადაიქცევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები