LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

France Football-მა აფრიკის ყველა დროის საუკეთესოები დაასახელა

107
hqdefault

France Football-მა აფრიკის თასის მოახლოებასთან ერთად კონტინენტის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა.

პირველი ადგილი დაიკავა „მილანის“ ყოფილმა თავდამსხმელმა, 1995 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელმა ჟორჟ ვეამ, რომელიც ამჟამად ლიბერიის პრეზიდენტია.

მეორე გახდა კამერუნელი სამუელ ეტოო, რომელიც „ბარსელონაში“ ბრწყინავდა და ტიტულებს იგებდა.
მესამე პოზიცია დაიკავა ასევე კამერუნელმა როჟე მილამ, რომელმაც 1990 წლის მუნდიალით დაამახსოვრა ხალხს თავი.

აი France Football-ეული ტოპ 30.

 

1. ჟორჟ ვეა (ლიბერია)

2. სამუელ ეტოო (კამერუნი)

3. როჟე მილა (კამერუნი)

4. დიდიე დროგბა (კოტ დ ივუარი)

5. აბედი პელე (განა)

6. რაბაჰ მაჯერი (ალჟირი)

7. ჯეი-ჯეი ოკოჩა (ნიგერია)

8. მუსტაფა დალები (ალჟირი)

9. სალიფ კეიტა (მალი)

10. ლორან პოკუ (კოტ დ ივუარი)

11. იაია ტურე (კოტ დ ივუარი)

12. ესამ ელ-ჰადარი (ეგვიპტე)

13. კალუშა ბვალია (ზამბია)

14. მაჰმუდ ელ-ჰატიბი (ეგვიპტე)

15. ბრიუს გრობელაარი (ზიმბაბვე)

16. რაშიდ მეკლუფი (ალჟირი)

17. მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე)

18. ტომა ნკონო (კამერუნი)

19. მულამბა ნდაიე (ზაირი)

20. ნვანკვო კანუ (ნიგერია)

21. მოჰამედ აბუტრიკა (ეგვიპტე)

22. ნურედინ ნაიბეტი (მაროკო)

23. სტივენ კეში (ნიგერია)

24. ელ-ჰაჯი დიუფი (სენეგალი)

25. ლახდარ ბელუმი (ალჟირი)

26. მაიკლ ესიენი (განა)

27. თარაქ დიაბი (ტუნისი)

28. რაშიდი იეკინი (ნიგერია)

29. სეიდუ კეიტა (მალი)

30. ემანუელ ადებაიორი (ტოგო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები