LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოლოგის რეკომენდაცია: მნიშვნელოვანი წესები ურთიერთობებისთვის, რომელთა ცოდნაც ძალიან სასარგებლოა

50
oblozhka-1

ამბობენ, რომ ურთიერთობებს მუდმივი მუშაობა სჭირდება. მოდით სიტყვა „მუშაობა“ – „გვახსოვდეს რა არის მნიშვნელოვნით“ ჩავანაცვლოთ. რამეთუ, „მუშაობა“ ბევრ ადამიანში არც თუ ისე სასიამოვნო ასოციაციას იწვევს. ურთიერთობები კი სულ სხვა რამეა – სიყვარული, ზრუნვა, სითბო და სიახლოვე.

სხვადასხვა პროფესიონალების გამოცდილების შეკრებით, ფსიქოლოგთა გუნდმა რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი გამოყო, ეს წესები პარტნიორთან საუკეთესო ურთიერთობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ურთიერთობაში ყველაზე მთავარი – თავად ურთიერთობაა
დააკვირდით თქვენს წყვილში შექმნილ ატმოსფეროს – რამდენად შეგიძლიათ მიმღებლობა და გვერდში დგომა. როდესაც პირობას აძლევთ, ის აუცილებლად უნდა შეასრულოთ. ეს თითოეული სიტყვის დაფასებას გასწავლით.

პატივი ეცი პარტნიორს და ყველა პრობლემაზე ისაუბრე

როდესაც არაკომფორტულად ვართ ან რამე არ მოგვწონს, სურვილი გვიჩნდება რომ ეს საკითხი მეგობრებთან განვიხილოთ. არასდროს იწუწუნოთ თქვენს მეორე ნახევარზე, გახსოვდეთ, რომ თქვენი ურთიერთობა – ეს მარტო თქვენ ორნი ხართ ! თუკი რამე არ მოგწონთ, პარტნიორს პირდაპირ უთხარით.

მადლიერება გამოხატეთ
ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე ბევრი რამე რუტინად გადაიქცევა და „მადლობის“ თქმა გვავიწყდება. არადა ეს მარტივი სიტყვა პარტნიორს დაანახებს, რომ მის მონდომებას სათანადოდ აფასებთ.
დროთა განმავლობაში ორივე იცვლებით… და ეს ნორმალურია!
ჩვენი გემოვნება, გატაცებები და შეხედულებები დროთა განმავლობაში იცვლება, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორის. ასეთ დროს მოქნილობა უნდა გამოვიჩინოთ, ტრანსფორმაციას გაგებით მოვეკიდოთ.

იჩხუბეთ სწორად
ბედნიერი წყვილები – არიან არა ისინი, ვინც არ ჩხუბობს, არამედ ისინი ვინც სწორად ჩხუბობს! არ გაექცეთ კონფლიქტებს, თუკი რამე არ მოგწონთ თქვით, განიხილეთ და არ მოაჩვენოთ თავი ისე, თითქოს ყველაფერი რიგზეა. და გახსოვდეთ ოქროს წესი, ჩხუბის დროს არასდროს გაიხსენოთ წინა სკანდალები, ამით სიტუაციას ძალიან დაამძიმებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები