LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფული რაღად მინდა, მთავარი ფეხბურთია – ამბები მოკლედ

76
Euro-bank-notes-close-up-full-frame

მაურო იკარდიმ „იუვენტუსთან“ 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა და წლიურად 8 მილიონ ევროს მიიღებს.

„ბარსელონამ“ კოუტინიო და 60-80 მლნ ევრო შეთავაზა ნეიმარში. პსჟ-ს ბრაზილიელის უფრო ძვირად გაყიდვა უნდა.

„ვალენსიამ“ მაგალასთან კონტრაქტი გამოაცხადა. მას 1.5 წელი არ უთამაშია.

რონალდო მოტივაციაზე: „ფული აღარ მჭირდება. მინდა ფეხბურთის ისტორიაში ადგილი დავიმკვიდრო“.

„ბეტისმა“ მადრიდის „რეალს“ მარიანო დიასის ტრანსფერზე მოთხოვნა გაუგზავნა.

სნეიდერმა კარიერა დაასრულა. მან „უტრეხტთან“ კონტრაქტი გააფორმა და ფეხბურთს საკუთარი ლოჟიდან უყურებს.

„იუვენტუსს“ სურს კრისტიან ერიქსენი უფასოდ წაიყვანოს 2020 წელს.

რაჰიმ სტერლინგი 100 მლნ ფუნტს იშოვის Air Jordan-თან კონტრაქტით. მას ამ ბრენდის ბუცები ექნება.

Daily Mail წერს, რომ მატეო დარმიანი სერია ა-ში დაბრუნდება. „იუნაიტედის“ ფეხბურთელი თავისუფალ აგენტად მივა „ინტერში“.

„ბაიერნი“ მზადაა ფილიპე კოუტინიოს კონტრაქტი მიიღოს. მიუნხენელები 27 წლის ნახევარმცველს იჯარით წაიყვანენ – ორი სეზონით გამოსყიდვის უფლებით, ან ერთი სეზონით აუცილებელი ყიდვის პირობით.

Bild აცნობა, რომ ივან პერიშიჩმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება „ბაიერნში“ გადასვლამდე. ხორვატი 40 მლნ ევრო ჯდება.

„ატლეტიკო“ კიდევ ერთ მაგარ ტრანსფერს ამზადებს. მადრიდელები 60 მლნ ევროს იხდიან „ვალენსიას“ თავდამხმელ როდრიგოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები