კომპანია Geely–მ თავისი ახალი კროსოვერის KX11 მორიგი თიზერი გაავრცელა. მოდელის ერთ–ერთი გამორჩეული ტექნიკური მახასიათებელი  – ავტოპარკინგი გახდება, ჩინურ ყველგანმავალს პარკინგისთვის ადგილის მოძებნა და მისი დაკავება ერთი კილომეტრიან რადიუსზე შეუძლია.

Geely KX11 არის დიდი კროსოვერი, რომელიც CMA–ს პლატფორმაზეა აგებული, ანუ არქიტექტურით Tugella–ს გავს.

ტექნიკური შიგთავსი  – საბაზისო 218 ძალის „ტურბოოთხიანს“ მოიცავს, 2.0 Volvo Drive-E 7–სიჩქარიან რობოტიზირებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს. კროსოვერი 100 კილომეტრზე 6,8 ლიტრ საწვავს მოიხმარს და ტოპ–ვერსიის მაჩვენებელი მაქსიმუმ ერთი ლიტრით მეტი იქნება.

რაც შეეხება მთავარ სიახლეს ავტოპარკინგ 5G-AVP–ს, ის დისტანციურად იმართება, რაც ავტომფლობელს საშუალებას აძლევს რომ მანქანა სმარტფონის დახმარებით დააპარკინგოს. როგორც კი მეპატრონე ღილაკს თითს დააჭერს, Geely KX11 პარკინგს დატოვებს და დანიშნულების ადგილას გამოცხადდება.

ტეგები: geely

მსგავსი თემები