გეი-თამაშების ფედერაციამ კიბერსპორტი 2022 წლის გეი-თამაშების საერთაშორისო პროგრამაში შეიყვანა, რომელიც ჰონგკონგში ჩატარდება.

მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ტურნირი ისეთ დისციპლინებში, როგორებიცაა ჩერლიდინგი და ფიგურული ციგურაობა, რომლებიც პირველად განაცხადაში არ ყოფილა, მაგრამ ჩინეთში დიდი პოპულარობის გამო მაინც შეიყვანეს სიაში.

საერთაშორისო გეი-თამაშები 1982 წლიდან იმართება, აზიაში კი პირველად ჩატარდება.

პროგრამაშია სპორტის 36 სახეობა: ფეხბურთი, ჩოგბურთი, კალათბურთი, რაგბი, მძლეოსნობა, ტრიატლონი, საბრძოლო ხელოვნება, ფარიკაობა, ბოდიბილდინგი და სხვა.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები