LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 გეოგრაფმა შეადგინა ინტერაქტიური რუკა, სადაც ყველა ცნობილი ადამიანის დაბადების ადგილია აღნიშნული

55
რუკა

ფინელმა გეოგრაფმა და კარტოგრაფმა ტოპი ტიუკანოვმა შეადგინა ინტერაქტიური რუკა, სადაც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ადამიანები დაბადების ადგილის მიხედვით არიან გადანაწილებული.

მთლიანობაში რუკაზე 2,3 მილიონი ადამიანია აღნიშნული. მათ შორის არიან პოლიტიკოსები, კულტურის მესვეურები, მეცნიერებისა და სპორტის სფეროში წარმატებული ადამიანები. მაგალითად, საქართველოს მთავარი ცნობილი ადამიანი იოსებ სტალინია. რუკაზე არიან ასევე: ემზარ კვიციანი, მელიტონ ქანთარია, ნონა გაფრინდაშვილი, გიორგი ბერიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ფიროსმანი, სულხან საბა ორბელიანი და თამარ მეფეც კი.

რუკის გამოყენებით ზუსტადაა შესაძლებელი იმის ნახვა, თუ სად დაიბადა ესა თუ ის ცნობილი ადამიანი. მაგალითად, ჟან რენოს სამშობლო მაროკოა, ხავიერ ბარდემი კანარის კუნძულებზე დაიბადა, ბობი ბრაუნი – ესპანეთში, რასელ ქროუ – ახალ ზელანდია და ბარაკ ობამა – ჰავაიზე.

რუკის შესადგენად მეცნიერმა ძირითადად ვიკიპედიით იხელმძღვანელა, გაითვალისწინა სტატიების პოპულარობა და სხვა ფაქტორები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები