LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელებს ლუდისთვის საკმარისი ბოთლები არ აქვთ

51
61833414_303

გერმანელი ლუდის მეწარმეები შიშობენ, რომ ამ ზაფხულს ლუდისთვის საკმარისი ბოთლები არ ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას DW.com ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ასეთი დეფიციტი შესაძლოა ლოჯისტიკასთან დაკავშირებული პრობლემების გამო წარმოიშვას. ის ლუდსახარშები, რომლებსაც ხანგრძლივი კონტრაქტები არ აქვთ, ახლა იძულებული არიან ბოთლებში წინა წელთან შედარებით 80%-ით გაძვირებული საფასური გადაიხადონ.

წელს პანდემიის დაწყებიდან პირველად, ლუდის ფესტივალი ოქტობერფესტიც ბრუნდება, თანაც კოვიდ-რეგულაციების გარეშე.
ფესტივალი 17 სექტემბერს დაიწყება და 3 ოქტომბრამდე გასტანს. ასე რომ, ბოთლების დეფიციტი ამ პერიოდისთვის სავარაუდოდ კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება და ორგანიზატორებს დამატებით პრობლემებსაც შეუქმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები