LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში არის კლუბი, რომლის მატჩზე მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე

tsv-1860-gruenwalder-fans-hp

მთელი მსოფლიო მასშტაბით Transfermarkt-მა საფეხბურთო მატჩებზე დასწრების სტატისტიკა შეისწავლა.

ქვემოთ პლანეტის ყველაზე დასწრებად კლუბებს ვნახავთ (2019 წლის 14 იანვრის მონაცემებით).

სიაში მხოლოდ ევროპული კლუბებია.

ტოპების სიაში – მხოლოდ ერთი გუნდია დაბალი ლიგიდან – „ჰამბურგი“, რომელიც მეორე ბუნდესლიგას წარმოადგენს.

რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, სიაშია შოტლანდიის, ჰოლანდიის და რუსეთის გუნდიც კი, სამაგიეროდ არ არის ფრანგული კლუბი.

ტოპ 20

ბორუსია დორტმუნდი – გერმანია – 80 543
ბარსელონა – ესპანეთი – 76 620
ბაიერნი – გერმანია – 75 000
მანჩესტერი – ინგლისი – 74 500
რეალი – ესპანეთი – 62 599
ინტერი – იტალია – 62 281
შალკე – გერმანია – 61 816
არსენალი – ინგლისი – 59 900
ატლეტიკო – ესპანეთი – 57 418
ვესტ ჰემი – ინგლისი – 57 398
სელტიკი – შოტლანდია – 57 359
შტუტგარტი – გერმანია – 55 331
ტოტენჰემი – ინგლისი – 54 030
აიაქსი – ჰოლანდია – 53 115
ლივერპული – ინგლისი – 52 742
მილანი – იტალია – 52 487
ნიუკასლი – ინგლისი – 51 046
ჰამბურგი – გერმანია – 50 256
ჰერტა – გერმანია – 49 922
ზენიტი – რუსეთი – 49 634

 

ტოპ 20-ში ვერ მოხვდა ვერცერთი არაევროპული გუნდი. აქ ცალკე რეიტინგია არაევროპელების, რომელსაც მოულოდნელად ირანული გუნდი ლიდერობს. ამასთან, ათეულში მხოლოდ სამი ქვეყნის წარმომადგენლები მოხვდნენ.

ევროპის მიღმა ტოპ 10

ტრაქტორ საზი – ირანი – 45 768
ბოკა ხუნიორსი – არგენტინა – 44 571
ესტეგლიალი – ირანი – 44 268
ტიგრესი – მექსიკა – 41 026
ამერიკა – მექსიკა – 39 960
რივერ პლეიტი – არგენტინა – 39 400
კრუს ასული – მექსიკა – 38 329
მონტერეი – მექსიკა – 35 638
რასინგი – არგენტინა – 34 750
როსარიო – არგენტინა – 34 714

 

მომდევნო რეიტინგია ქვედა ლიგების ყველაზე დასწრებადი კლუბები, სადაც ასევე მხოლოდ ევროპული გუნდები შევიდნენ. სიაში ინგლისის ლიგა 1-ის წარმომადგენელიც კი მოხვდა.

ქვედა ლიგების ტოპ 10

ჰამბურგი – მე-2 ბუნდესლიგა – 50 256
კიოლნი – მე-2 ბუნდესლიგა – 49 270
ასტონ ვილა – ჩემპიონშიპი – 34 693
ლიდსი – ჩემპიონშიპი – 32 303
სანდერლენდი – ლიგა 1 – 32 017
სანკტ პაული – მე-2 ბუნდესლიგა – 29 501
დინამო დრეზდენი – მე-2 ბუნდესლიგა – 27 987
ნოტინგემ ფორესტი – ჩემპიონშიპი – 27 860
ლანსი – ლიგა 2 – 27 217
დერბი – ჩემპიონშიპი – 26 805

 

ახლა იმაზე, რაც სათაურში წერია. დორტმუნდის „ბორუსიას“ თამაშებზე 99 პროცენტი დადიოდა, მაგრამ არის გუნდი, რომლის მატჩებზე სრული ანშლაგია. საუბარია გერმანიის მესამე ლიგის „მიუნხენ 1860“-ზე. ამ სეზონში მიუნხენელებმა 11 საშინაო მატჩი გამართეს და აბსოლუტურად ყველა ბილეთი გაიყიდა. არცერთი თავისუფალი ადგილი სეზონში! ბილეთის ყიდვა უბრალოდ შეუძლებელია და ეს იმის გამო, რომ ლეგენდარულმა კლუბმა სტადიონი შეიცვალა და ამჟამად 15 ათასიან არენაზე თამაშობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები