LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში გზა ტონობით შოკოლადმა გადაკეტა

factory

შობა როგორც წესი, დიდი რაოდენობით ტკბილეულთან ასოცირდება, თუმცა ის რაც გერმანულ ქალაქში მოხდა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. დორტმუნდის სიახლოვეს მდებარე პატარა დასახლებაში შოკოლადის ქარხანა დაზიანდა, რის შედეგადაც ტონობით მდნარი შოკოლადი ეზოში დაიღვარა და ახლომახლო მდებარე ქუჩებიც გადაკეტა.

ცოტა ხანში შოკოლადი გამაგრდა და „შოკო-საცობმა“ ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდა. სპეციალისტებს 2 საათზე მეტი დრო დასჭირდათ, რათა პრობლემა მოეგვარებინათ და მოძრაობაც აღედგინათ.

როგორც ქარხნის წარმომადგენელმა განაცხადა, ყველაფერი წინასაშობაო არეულობის ბრალი იყო და საბედნიეროდ, პრობლემა უკვე მოგვარებულია.  წარმოება რამდენიმე დღეში განახლდება და ადგილობრივები შოკოლადის გარეშე ნამდვილად არ დარჩებიან. აღსანიშნავია, რომ კომპანია ძალიან დიდი არ არის და სულ 150 თანამშრომელი ყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები