LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში კატების ქუჩაში გაშვება აკრძალეს

45
Capture

უნიკალური ჩიტების გადასარჩენად, გერმანული ქალაქის ვალდორფის ხელისუფლებამ მოსახლეობას შინაური კატების ქუჩაში გაშვება აუკრძალა. გამოცემა Independent-ის ინფორმაციით, ახალი კანონი აგვისტოს ბოლომდე იმოქმედებს.

გერმანელებს სურთ, რომ დაიცვან ეგზოტიკური ფრინველები, რომლებიც პირდაპირ მიწაზე ბუდობენ და მტაცებლებისთვის ადვილ სამიზნეს წარმოადგენენ. ამის გამო მათი პოპულაცია მუდმივად მცირდება.

ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ კატების სახლებში გამოკეტვით გადაშენების პირას მყოფ სახეობებს გამრავლების საშუალება მიეცემათ.
აღსანიშნავია, რომ აკრძალვამ რომელიც მომავალი 3 წლის განმავლობაში იმოქმედებს, ფისოების მფლობელები ძალიან გააბრაზა. ცხოველთა უფლებების დამცველი აქტივისტები სასამართლოში ჩივილსაც აპირებენ, რათა აკრძალვა გააუქმონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები