LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GM ელექტროქარების შექმნას 35 მილიარდ დოლარს მოახმარს

18
chevrolet

General Motors ელექტროქარების წარმოების ტემპებს მოუმატებს. კონცერნი 35 მილიარდის დახარჯვას აპირებს, რათა წელიწადში 50 ათასის ნაცვლად მილიონი „მწვანე“ მანქანის გამოშვება შეძლოს. თუმცა, მიუხედავად საკმაოდ დიდი ინვესტიციისა, კომპანია შიდა წვის ძრავაზე უარის თქმას არ აპირებს.

GM არც კი განიხილავს, რომ შემოსავლიან სეგმენტზე უარი თქვას და ტრადიციული აგრეგატის მქონე მანქანებს ისევ გამოუშვებს.

საწვავზე მომუშავე სიახლეებს შორის GM მომავალ წელს განახლებულ სატვირთოებს, ასევე Chevrolet Trax-ის კროსოვერს წარადგენს. მოდელი General Motors-ის ამერიკულ ხაზში ყველაზე ხელმისაწვდომი იქნება და მისი ფასი 21 495 დოლარს შეადგენს.

შიდა წვის ძრავით მიღებულ მოგებას ბრენდი ელექტრომობილების შემუშავებას მოახმარს, „მწვანე“ მანქანების ბაზრის ზრდა კი 2025 წლიდან იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები