LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგონამ 30 წამში 22 წინდა ჩაიცვა – ეს ახალი მსოფლიო რეკორდია

46
Capture

კანადელი გოგონა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, მან სულ რაღაც 30 წამში ერთ ფეხზე 30 წინდის ჩაცმა მოასწრო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Upi ავრცელებს.

14 წლის კაროლინა კრუსმა რეკორდის დასამყარებლად ვარჯიში მას შემდეგ დაიწყო, რაც ცურვის ტურნირი წააგო. მან გადაწყვიტა, რომ თავის ასაკობრივ კატეგორიაში ანუ 16 წლამდე მოზარდებში, რეკორდსმენი გამხდარიყო, თანაც სწორედ წინდების სწრაფად ჩაცმით.
კანადელის გარჯას უშედეგოდ არ ჩაუვლია და ინდოელი აარიფ იბნ აბდულ ჰალიმის მიერ, მაისის თვეში დამყარებული რეკორდი პირველივე ცდაზე მოხსნა. აბდულამ 30 წამში მხოლოდ 19 წინდის ჩაცმა მოასწრო.

რეკორდის მოხსნის ოფიციალური მცდელობა გოგონას დედამ დააფიქსირა. შემდეგ კი კაროლინამ გინესის წიგნის წარმომადგენლებისგან სერტიფიკატიც მიიღო.

კანადელი გეგმავს, რომ მომავალში ბედი ზრდასრულთა კატეგორიაშიც სცადოს, სადაც ამ დროისთვის რეკორდად 28 წინდა ითვლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები