LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოლები გვაკლია, გოლები – დინამო გავიდა, ტორპედო გამოვარდა (ფოტო, ვიდეო)

235
67087427-2341807405895312-9054916530378113024-o

ქართულმა კლუბებმა ევროპაში პირველი ეტაპი მოილიეს. ოთხიდან სამი გუნდი თამაშს განაგრძობს. ერთადერთი „ტორპედო“ გამოვარდა და ისიც ძალზე დასანანად. მიუხედავად, ყაზახურ „ორდაბასთან“ ორივე თამაშის წაგებისა, მაინც გამოჩნდა, რომ ქუთათურები ზედ ევროპა ლიგის თამაშებამდე რომ არ დაშლილიყვნენ, გასვლის რეალური შანსი ექნებოდათ და დიდი ალბათობით ასეც მოხდებოდა. მართლაც დასანანია „ტორპედოს“ ამბავი, მით უმეტეს, რომ იმერლებმა განმეორებით შეხვედრაში იბრძოლეს და არც თუ ურიგოდ. მეტოქემ უფრო მეორე ტაიმის მეორე ნაწილში გვაჯობა.

თბილისი. “მიხეილ მესხი”
ტორპედო – ორდაბასი 0:2
გოლები: 0:1 მეჰანოვიჩი (81), 0:2 ბადიბანგა (90+4)

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე (იონანიძე 79), ხურცილავა, ჭიჭინაძე, ნადარაია, ნებიერიძე, ცინცაძე, ფონიავა, კობახიძე, კაპანაძე (ჩოგაძე 61), დოლიძე (ციცქიშვილი 59)

კახა ცხადაძე („ორდაბასის“ მწვრთნელი):
„პირველ ტაიმში პრობლემები გვქონდა, რადგან მეტოქე სწრაფ კონტრშეტევებს ახორციელებდა. „ტორპედო“ პერსპექტიული გუნდი ჩანს, მაგრამ მოკლე პერიოდში გუნდი არ ყალიბდება და ამ ახალგაზრდებს დრო სჭირდებათ. კახა ჩხეტიანი ჭკვიანი და მონდომებული მწვრთნელია. მეორე ნახევარში კლასიკურად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „ორდაბასმა“ ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპი პირველად ჩემი მუშაობის დროს გადალახა“.

კახა ჩხეტიანი:
„რამდენიმე დღეში ძნელია, გუნდს დაემსგავსო. ბიჭების ნიჭიერების ხარჯზე ვაჩვენეთ ის ფეხბურთი, რაც გულშემატკივარმა იხილა. მეტოქეს კი გამარჯვებას ვულოცავ. რაც დავგეგმეთ, არ გამოგვივიდა. მაგრამ გუნდის პოტენციალი მაიმედებს.
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, გუნდს რა მომავალი ექნება. ყველაფერი ამ დღეებში გაირკვევა. ხელმძღვანელობასთან დავილაპარაკებ და მათგან კონკრეტული პასუხების მოსმენა გვსურს.

 

ერთი სამწუხარო ფაქტი: ყაზახური გუნდები მუდმივად გვიგებენ (მხოლოდ ერთხელ ვაჯობეთ ისტორიაში), ხოლო ბოლო 7 ევროპული თამაშია, რაც ერთი გოლიც ვერ გავუტანეთ.

მეტ გოლს ველოდით „დინამოსგანაც“, მაგრამ ჩვენმა ტიტულოვანმა გუნდმა შეხვედრა ვარჯიშს დაამსგავსეს და განსაკუთრებული მონდომების გარეშე, მხოლოდ მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

 

ანდორა. “კომუნალი”
ენგორდანი – დინამო 0:1
გოლი: მეჯუბი (81)

ენგორდანი: რუბიო, ბრიტო (ვარელა 89), რუისი, ბოუჰარმა, სპანო, ლაფონტი (ლაბორდა 72), სოარესი, აგუერო, სერა, გომესი (პეპე 87), ფერე

დინამო: პერალესი, რუხაია, მეჯუბი, კობოური, კაპლიენკო, ქარდავა, ზარია (კუხიანიძე 74), შულაია (ქავთარაძე 57), დაფე, შიშკა (ნინუა 60), კუტალია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები