LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Google-ში გამოქვეყნებულ „თოვლის კაცის“ ფოტოში ერთ-ერთმა მომხმარებელმა სიდედრი ამოიცნო

57
2_Bigfoot-spotted-on-Google-Maps

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ბევრი იკამათეს „თოვლის კაცის“ ფოტოზე, რომელიც ერთ-ერთმა მათგანმა Google Maps-ის აპლიკაციაში იპოვა. გამოცემა Daily Star-ის ინფორმაციით, ამ ფოტოში კაცმა თავისი სიდედრი ამოიცნო.

ყველაფერი Reddit-ის მომხმარებლის განცხადებით დაიწყო. ის ირწმუნებოდა, რომ Google Maps-ში „თოვლის კაცის“ არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებას გადააწყდა. მან თავის პოსტს მდელოზე გადაღებული ფოტოც დაურთო, სადაც ასახული იყო ფიგურა, რომელიც თოვლის კაცის სტერეოტიპულ გამოსახულებას ნამდვილად ჰგავდა.

ადგილის კოორდინატების და სხვა დამატებითი დეტალების გაჟღერების შემდეგ სხვა მომხმარებელმა კადრში სიდედრი ამოიცნო და დისკუსია ასეთ ნოტაზე დაასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები