„ბარსელონას“ კოუტინიოს თაობაზე სხვა კლუბებისგან წინადადება არ აქვს.

 

„ბარსა“, „სიტი“ და „ბაიერნი“ მზად არიან 70 მლნ ევრო გადაიხადონ „ატლეტიკოს“ ჰავბეკის როდრის სანაცვლოდ.

 

„ატლეტიკომ“ გრიზმანის წასვლაზე განაცხადა.
ფრანგი „ბარსელონაში“ 120 მლნ ევროდ გადავა, 24 მლნ-ს „სოსიედადი“ მიიღებს.

 

პსჟ-მ შესაძლოა „აიაქსის ნახევარმცველი ნერეში იყიდოს.

 

პსჟ დაინტერესებულია „რეალის“ ფეხბურთელებით – კროოსით, ბეილით და ისკოთი.

 

„ბაიერნმა“ გამოაცხადა რაფინიას წასვლაზე. მან კლუბში 8 წელი გაატარა.

 

„ასტონ ვილამ“ შესაძლოა „ჩელსიდან“ აბრაჰამი იყიდოს 25 მილიონად თუ პრემიერლიგაში გადავა.

 

„იუვენტუსი“ რაბიოზე ბრძოლაში ლიდერობს, რომელზეც პრეტენზია „რეალს“ და „ტოტენჰემსაც“ აქვთ.

 

„რეალმა“ კეილორ ნავასს აცნობა, რომ მომდევნო სეზონში მასზე ფსონს არ ჩამოვა.

 

„რეალი“ აზარის ტრანსფერს 29 მაისის შემდეგ გამოაცხადებს.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები