კობი-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი გაუჩერებლად იმოძრავებს მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით იმოძრავებს.

„საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის კმ85 მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ – წერია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები