LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურამ კაშია პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

47573576_1115043705330568_2641977195727159296_o

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჰუმანური იდეების გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე აღმატებული ღვაწლისათვის ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით საზოგადო მოღვაწეები დააჯილდოვა.

საქართველოს ჯერაც მოქმედმა პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში მიღება გამართეს.

პრეზიდენტმა სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად დააჯილდოვა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გურამ კაშია.

გიორგი მარგველაშვილმა აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა მათ და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

„ძალიან მოულოდნელი იყო. უბედნიერესი და გაოცებული ვარ. არ ველოდი ამ ჯილდოს. ვერასდროს წარმოვიდგენდი ამ ჯილდოს. ჩემი ოჯახი იამაყებს. ეს ჩემი ადამიანობის ჯილდოა. ამაყი ვარ რომ ქართველი ვარ. ბევრად უფრო მეტი ჯილდო , ვიდრე სპორტსმენის და ფეხბურთელის,“ – განაცხადა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში ქართველი ფეხბურთელი უეფამაც დააჯილდოვა, როდესაც ის Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები