LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარდიოლა ამტკიცებს, რომ სიტი მეათეა ხელფასებში. ძნელი დასაჯერებელია

Pep-Guardiola-Man-City-Training

სპორტი, ხელფასი, გვარდიოლა, სიტი

პეპ გვარდიოლას კითხეს, უნდა ელოდნონ თუ არა „სიტიში“ ფრენკ დე იონგს („აიაქსის“ ახალგაზრდა ვარსკვლავი). მან იწუწუნა.

„თუ ბაზარზე მარტო ხარ, მაშინ იოლია. მაგრამ თუ გინდა მოთამაშე, რომელიც სხვებსაც აინტერესებს, რთულია, განსაკუთრებით თუ ეს „მადრიდი“ ან „ბარსელონაა“. თუ მათთან ბრძოლას აპირებ (სატრანსფერო ბაზარზე) მაშინ წაგებას უნდა ელოდო.

ჩვენი სახელფასო უწყისები მერვე, მეცხრე ან მეათეა ევროპაში. ჩვენ გვსურს სტაბილურები ვიყოთ ყველაფერში.
გასულ სეზონში ბევრი დავხარჯეთ, რადგან გუნდი ასაკოვანი იყო – 30-31 წელი. მაგრამ ასე ყოველ წელს ვერ ვიზამთ. ჩვენც გვაქვს ლიმიტი.“

გასული წლის ბოლოს Sporting intelligence-მა მსოფლიო სპორტში ხელფასების დიდი კვლევა გამოაქვეყნა. „სიტი“ მართლა არ ყოფილა ხუთეულში, თუმცა მეათეც არ არის.

 

მსოფლიო ფეხბურთში ხელფასების რეიტინგი
წლიური საშუალო ხელფასი (მლნ ფუნტებში)

ბარსელონა 10.4
რეალი 8.1
იუვენტუსი 6.7
მანჩესტერი 6.5
ბაიერნი 6.3
ატლეტიკო 6.1
პსჟ 6.1
სიტი 6.0
ჩელსი 5.0
ლივერპული 4.9

ოფიციალურად, 2017/18 წლების სეზონში „სიტიმ“ ხელფასებზე 260 მლნ ფუნტი დახარჯა. ეს უფრო მეტია, ვიდრე „ატლეტიკოსი“ (178 მლნ – 2016/17 წწ), მაგრამ ნაკლები „რეალსა“ და „ბარსელონაზე“ (340 და 377).

როგორ გამოიყვანა Sporting intelligence-მა წლიური ხელფასი 6.0 მლნ ფუნტი – კითხვას ბადებს. სავარაუდოდ საუბარია სუფთა ხარჯებზე მარტო ფეხბურთელებზე. რადგან 260 მლნ „სიტის“ ანგარიშში 449 ადამიანის ხელფასებია – ფეხბურთელები, მწვრთნელები, მომსახურე პერსონალი და ოფისის თანამშორმლები.

Football Leaks-ის მონაცემებით, „სიტისთვის“ ხელფასების დამალვაც არ არის უცხო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები