თბილისის მერს კახეთის გზატკეცილის სათადარიგო გზებზე არსებული მდგომაროება არ მოსწონს და ამბობს, რომ სამუშაოები ცუდად არის შესრულებული.

კახა კალაძის თქმით, გასულ წელს გზის ამ მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის 15 მილიონი ლარი დაიხარჯა და დღეს რაც ხდება, უპასუხისმგებლობაა.

“დღეს არის ეს სათადარიგოები მაქსიმალურად დატვირთული, იმიტომ, რომ ცენტრალური მაგისტრალის სრული რეაბილიტაცია გვაქვს დაწყებული და მიმდინარეობს სამუშაოები. შარშან დავხარჯეთ 15 მილიონი ორივე პროექტის განხორციელებისათვის და სრული უპასუხისმგებლობაა, რაც დღეს ხდება ამ კონკრეტულ მონაკვეთებზე. ჭის თავების ირგვლივ არის სრული კატასტროფა და თუ იმ კომპანიებს ჰგონიათ, რომ მერია ამ სამუშაოებზე თავიდან დახარჯავს ფულს, ძალიან ცდებიან. მე მინდა ირაკლი ბენდელიანს დავავალო, დღესვე დაიბარეთ ეს კომპანიები, არ მაინტერესებს ვინ იყო, რა კომპანიები იყო და ეს ყველაფერი, რაც ხდება ეს კატასტროფა, როგორც კი ცენტრალური გზის სამუშაოები დასრულდება, ეს გზა ისე უნდა მოწესრიგდეს, რომ საერთოდ პრობლემა არ იყოს და ამაზე არ უნდა დაგვჭირდეს კიდევ ყურადღების გამახვილება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის კრიტიკის შემდეგ, კომპანია “ჯეუ გრუპმა” სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სამუშაოებს მას შემდეგ დაიწყებენ, რაც ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია დასრულდება.  კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი დეტალურად გაეცნობიან ხარვეზებს და მის გამომწვევ მიზეზებსაც დაადგენენ.

შპს "ჯეუ გრუპი"-ს განცხადება: დღეს მოვისმინეთ თბილისის მერის კახა კალაძის შენიშვნები ჩვენ მიერ შესრულებული პროექტის -…

Posted by Jeu Group – ჯეუ გრუპი on ოთხშაბათი, 31 ივლისი, 2019

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები