ამერიკული, იაპონური და სამხრეთკორეული ავტომწარმოებლების კონკურენცია ახალ მასშტაბებს იპყრობს – მას შემდეგ რაც General Motors-მა და Nissan-მა „ნასასთან“ დაიწყეს თანამშრომლობა, Hyundai-მ და Kia-მ სამხრეთკორეულ კოსმოსურ სააგენტოსთან გააფორმეს ხელშეკრულებას. ავტომწარმოებლები ძალებს გააერთიანებენ და შექმნიან ტექნიკას, რომელიც მომავალში მეცნიერებს მთვარის უკეთ შესწავლაში დაეხმარება.

გეგმაშია არამხოლოდ მთვარეზე მოსიარულე მანქანის შექმნა, არამედ მისი მუშაობისთვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფაც. აღსანიშნავია, რომ სპეციალისტებისთვის მთავარ პრობლემად დედამიწის თანამგზავრზე არსებული აგრესიული პირობები რჩება. საუბარია ექსტრემალურ ტემპერატურასა და რთულ რელიეფზე.

სამხრეთ კორეა მთვარის მანქანაზე მუშაობას უკვე რამდენიმე დღეში დაიწყებს. თავიდან მხარეები საერთო კონცეფციას შეიმუშავებენ, აუცილებელ ტექნოლოგიებს განსაზღვრავენ და შემდეგ თავისი დავალებების შესრულებას შეუდგებიან.

მსგავსი თემები