LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai-მ ახალი ტიპის უსაფრთხოების ბალიში წარადგინა

112
hndnews

Hyundai Motor Group-მა ინოვაციური უსაფრთხოების ბალიში შექმნა. ბალიში მძღოლსა და წინ მჯდომ მგზავრს შორის იხსნება და მათ თავის ტრავმისგან იცავს.

ახალი ტიპის ბალიშს სტანდარტული მუშაობის სქემა აქვს და ზუსტად ისე მოქმედებს როგორც მისი წინა ვერსიები. სიახლის შესაქმნელად ახალი ტექნოლოგია გამოიყენეს, რამაც ბალიშს წონისა და ზომის შემცირების მიუხედავად, სიმყარე მაინც შეუნარჩუნა. აირბეგი კონკურენტებზე 500 გრამით უფრო მსუბუქია, რამაც დიზაინერებს სავარძლის ფორმის თავისუფლად შერჩევის საშუალება მისცა.

ასეთი ბალიშების დამონტაჟება Hyundai-ს საშუალებას მისცემს რომ უსაფრთხოების ნორმატივები წარმატებით ჩააბაროს. ექსპერტთა შეფასებით, სიახლე თავის ტრავმის ალბათობას 80%-ით ამცირებს. ამასთან, ისიც აღსანიშნავია რომ ავარიის დროს მძღოლისა და მის გვერდით მჯდომი მგზავრის შეჯახების ალბათობა 45%-ია და ბალიში ამ პრობლემასაც მოაგვარებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები