LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai–მ ლოგოტიპი შეცვალა

50
hiunaddy-newsslopgo

კომპანია Hyundai–მ წარმოადგინა დროებითი ლოგოტიპი, რომლის შეცვლის მიზეზიც კორონავირუსის პანდემია გახდა.

როგორც ცნობილია, ვირუსმა მსოფლიო ეკონომიკას წარმოუდგენელი ზარალი მიაყენა. ჯანდაცვის ექსპერტები კი იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პანდემიის შესაჩერებლად გარდა პირადი ჰიგიენის დაცვისა, სოციალური დისტანცირებაც აუცილებელია.

ამის შემდეგ გიგანტურმა კორპორაციებმა უსაფრთხო დისტანციის დაცვის აუცილებლობაზე საუბარი დაიწყეს და ბევრმა მათგანმა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ემბლემაც კი შეცვალა. გამონაკლისი არ აღმოჩნდა არც Hyundai, რომელმაც ლოგოტიპი სწორედ კორონავირუსის გამო განაახლა. ნიშანი, რომელიც ტრადიციულად ხელის ჩამორთმევას განასახიერებდა, იდაყვებით მისალმებით ჩაანაცვლეს.

შეგახსენებთ, რომ Hyundai–მდე ლოგოტიპი Mercedes-Benz–მა, Volkswagen–მა და Audi–მაც განაახლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები