LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hyundai-ს ავტომობილები ამიერიდან თითის ანაბეჭდით გაიღება

santa

კომპანია Hyundai ავტომობილის კარის სახელურში თითის ანაბეჭდის სკანერს ჩაამონტაჟებს, რომლის მოვალეობაც კარის გაღებასთან ერთად ძრავის ამოქმედებაც იქნება. დასაწყისისთვის, სიახლე ჩინური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, მოგვიანებით კი მას სხვა ქვეყნებიც მიიღებენ.

ამიერიდან Hyundai Santa Fe-ს გაღება კარზე თითის ერთი მიდებით იქნება შესაძლებელი. ამასთან, ავტომატური იქნება კარებისა თუ სარკეების მძღოლზე მორგებაც. მომავალში მწარმოებელი გეგმავს, რომ კლიმატკონტროლის მუშაობა თუ საჭის მდებარეობაც თითის ანაბეჭდით შეიცვალოს ხოლმე. როგორც Hyundai-ში ირწმუნებიან, სისტემის გატეხვის ალბათობა 1 – 50 000-თანაა. ანუ ახალი ტექნოლოგია 5-ჯერ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ტრადიციული სმარტ-გასაღები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები